მამუკა ბახტაძე იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოსა და იაპონიას შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ტადაჰარუ უეჰარამ დღეს, ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე.
ფინანსთა მინისტრმა სტუმარს მადლობა გადაუხადა იაპონიის მთავრობას თანამშრომლობისა და ქვეყნისთვის პრიორიტეტული პროგრამების მხარდაჭერისთვის, მათ შორისაა, ინფრასტრუქტურა, არასაპროექტო გრანტებისა და შეღავათიანი ფინანსური რესურსების მეშვეობით ეკონომიკის ისეთი სექტორების დაფინანსება როგორიცაა: ენერგეტიკა, გარემოს დაცვა, ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა. ქვეყნები ასევე თანამშრომლობენ ახალი ტექნოლოგიების დანერგვის, საგანმანათლებლო, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ტურიზმის მიმართულებით.
იაპონიის მთავრობის დახმარების პროგრამის Official Development Assistance (ODA) ფარგლებში, საქართველოში განხორციელდა მრავალი საგრანტო დახმარების პროგრამა, რომელიც მოიცავდა ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი დარგების რეაბილიტაციასა და განვითარებას.

Visited 143 times, 1 visit(s) today