მამუკა ბახტაძე ივანე კუპრაძის დაღუპვის გამო მის ოჯახს და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე ბორჯომ-ხარაგაულის ნაკრძალის უფროსის მოვალეობის შემსრულებელის, ივანე კუპრაძის დაღუპვის გამო მის ოჯახსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.

„სამწუხაროდ, სამძიმრით უნდა დავიწყო, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ, – გუშინ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ხანძრის ჩაქრობისას დაიღუპა ჩვენი მოქალაქე, ივანე კუპრაძე, ბორჯომ-ხარაგაულის ნაკრძალის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი. ის იყო გამორჩეული და თავდადებული რეინჯერი, რომელიც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ბრაკონიერებისგან იცავდა ბორჯომის ამ უნიკალურ ნაკრძალს. უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ და ვუსამძიმრებ ივანე კუპრაძის ოჯახს, მის ახლობლებს, მეგობრებსა და კოლეგებს”.

Visited 123 times, 1 visit(s) today