მამუკა ბახტაძე იტალიის ელჩს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველო-იტალიას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის საკითხი იყო პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და იტალიის ელჩ ანტონიო ენრიკო ბარტოლის შეხვედრის მთავარი თემა. საუბრისას განიხილეს თბილისში საქართველო-იტალიის ბიზნესფორუმის გამართვის შესაძლებლობა, რაც იტალიური კომპანიების მიერ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის კიდევ უფრო უკეთ გაცნობას და ბიზნესებს შორის კონტაქტების დამყარებას უზრუნველყოფს.
ყურადღება გამახვილდა განათლების მასშტაბურ რეფორმაზე, რომელიც სისტემის ყველა საფეხურს მოიცავს და რისთვისაც ყოველწლიურად მთლიანი შიდა პროდუქტის 6% დაიხარჯება. პრემიერმა იტალიის მთავრობას საქართველოში საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა. საუბარი შეეხო სხვადასხვა სფეროში ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკას და აღინიშნა, რომ ამაზე ბოლო პერიოდში გამართული მაღალი დონის შეხვედრებიც მეტყველებს. პრემიერ-მინისტრმა იტალიის ელჩს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი პირადი წვლილისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

Visited 93 times, 1 visit(s) today