მამუკა ბახტაძე იქნება ღირსეული პრემიერმინისტრი, რომელიც დიდი წარმატებით გაუძღვება ქვეყნის მართვის საქმეს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

„ჩვენს ქვეყანას ეყოლება ღირსეული პრემიერმინისტრი, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდი წარმატებით გაუძღვება ქვეყნის მართვის საქმეს“,- ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ საქართველოს პარლამენტის მიერ მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების შემდეგ განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ დღე შეაჯამა და განაცხადა, რომ დღის მთავარი მოვლენა მამუკა ბახტაძისთვის პრემიერმინისტრობის თანამდებობაზე ნდობის გამოცხადება იყო.

„დღევანდელი დღის მთავარი მოვლენა იყო მამუკა ბახტაძისთვის ნდობის გამოცხადება პრემიერმინისტრობის პოზიციაზე და მე მოხარული ვარ, რომ ამ პოზიციას იკავებს ღირსეული ადამიანი. ღირსეული პრემიერმინისტრი ეყოლება ჩვენს ქვეყანას, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდი წარმატებით გაუძღვება ქვეყნის მართვის საქმეს. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ჩვენ გადავდივართ ჩვენი ქვეყნის განვითარების ახალ ეტაპზე და მე მინდა, ძალიან დიდი წარმატებები ვუსურვო მამუკა ბახტაძეს პრემიერმინისტრის თანამდებობაზე“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Visited 118 times, 1 visit(s) today