მანგლისის ცენტრალური პარკი უახლოეს პერიოდში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა, გრიგოლ ნემსაძემ, გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის(KFW) წარმომადგენლებთან დაბა მანგლისის ცენტრალური პარკის რეაბილიტაციის პროექტი განიხილა.
სამუშაო შეხვედრას გუბერნატორის პირველი მოადგილე ალექსანდრე მეტრეველი სამხარეო ადმინისტრაციისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრო.
პროექტის განხორციელება მუნიციპალიტეტში დაახლოებით მიმდინარე წლის მაისის თვიდან დაიწყება.

“ქვემო ქართლის რეგიონში უახლოეს პერიოდში, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრიქტურული პროექტი განხორციელდება, რომლის დასრულების შემდგომაც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში გვექნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, განახლებული ცენტრალური პარკი.
პროექტი გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, მისი ჯამური ღირებულებაა დაახლოებით 300 ათას ლარს შეადგენს, რომელიც მანგლისის ცენტრალური პარკის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
აღსანიშნავია, რომ პროექტზე მუშაობა 2017 წელს ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური ჩართულობით დაიწყო და მათი ინტერესები სამუშაოების განხორციელების ყველა ეტაპზე მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული“-განაცხადა გრიგოლ ნემსაძემ.

Visited 186 times, 1 visit(s) today