„მარგვეთი 2006“ – ის ფეხბურთელებს თვითმმართველობის წარმომადგენლებმა საერთაშორისო ტურნირზე მიღწეული წარმატება მიულოცეს

მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ თუთარაშვილი „მარგვეთი 2006“ –ის ფეხბურთელებს შეხვდა და ლიტვის საერთაშორისო ტურნირზე მიღწეული წარმატება მიულოცა. ფეხბურთელებს შეხვედრა საკრებულოს სხდომათა დარბაზშიც მოუწყვეს და გუნდის წევრებს მომავალი წარმატებები უსურვეს. „მარგვეთი 2006“ – ი ლიტვის ქალაქ ტაურაგეს საერთშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა. შეკრების ფარგლებში იმერულმა გუნდმა ოთხი შეხვედრა გამართა და ოთხივე შეხვედრა მოგებით დაასრულა. ზესტაფონის გუნდი რამდენიმე ნომინაციაშიც დაწინაურდა. მათ შორის საუკეთესო მოთამაშის სტატუსი საბა სამხარაძემ, საუკეთესო მეკარის ლუკა გოგოლაძემ, ხოლო საუკეთესო ბომბარდირის სტატუსი ბესარიონ ფერაძემ მოიპოვა. ტურნირზე 2000 – 2001 წლებში დაბადებული მოზარდები ასპარეზობდნენ.

Visited 158 times, 1 visit(s) today