„მარგვეთი 2006“ ჭაბუკთა ლიგის გუნდმა საჩუქრად სპორტული აქსესუარები მიიღო

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

„მარგვეთი 2006“ – ის ჭაბუკთა ლიგის ფეხბურთელებმა საჩუქრად სპორტული აქსესუარები მიიღეს. საჩუქრები სპორტსმენებს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელით გამგებლის მოადგილემ ვახტან ღამბაშიძემ გადასცა და წარმატებები უსურვა პატარა ფეხბურთელებს. „მარგვეთი 2006“ ჭაბუკთა ლიგის გუნდში სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის სპორტსმენები ირიცხებიან. სპორტული აქსესუარები დღეს 2000 – 2005 წლებში დაბადებულმა მოზარდებმა მიიღეს. ჭაბუკთა გუნდის ფეხბურთელები დღეს ასევე პირველად ჩაერთვებიან იმერეთის მხარის ჩემპოინატში. ზესტაფონის გუნდი შეხვედრას ქუთაისის „ტორპედო“ – ს წინააღმდეგ გამართავს.

Visited 233 times, 1 visit(s) today