მარიამ ჯაში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სასწავლო წლის დაწყების საზეიმო ღონისძიებას დაესწრო

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სასწავლო წლის დაწყების საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და უცხოელი სტუმრები პარტნიორი უნივერსიტეტებიდან.
პარლამენტის წევრებმა ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა სტუდენტებსა და ლექტორ-მასწავლებლებს.
არჩილ თალაკვაძემ სტუდენტებს წარმატება უსურვა მომავალი პროფესიის დაუფლების პროცესში.
აკაკი ზოიძის თქმით, მისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, რადგან სწორედ აღნიშნულ უმაღლეს სასწავლებელში დაეუფლა პროფესიულ ცოდნას.
„თქვენ ერთ-ერთი ნამდვილად გამორჩეული პროფესია გაქვთ არჩეული, თუმცა ეს არ არის მარტივი გზა. ჩაბარების მომენტიდან სწავლის დასრულების ეტაპამდე საკმაოდ რთული პროცესი გაქვთ გასავლელი, მაგრამ ეს არის ყველაზე დასაფასებელი შრომა, თუნდაც ემოციური თვალსაზრისით, როცა თქვენ დაინახავთ თქვენ მიერ განკურნებულ პაციენტს“, – მიმართა სტუდენტებს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ.

Visited 288 times, 1 visit(s) today