მარნეულში აღმაშენებლის ქუჩაზე ნაპირსამაგრი სამუშაოები დასრულდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქალაქ მარნეულში აღმაშენებლის ქუჩაზე გამავალ მდინარე ალგეთზე ნაპირსამაგრი სამუშაოები დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ მდინარე ალგეთის ადიდება ქმნიდა გზის სავალი ნაწილის წაღების საშიშროებას, გამომდინარე აქედან ნაპირი გამაგრდა ქვის გაბიონით. კერძოდ, მოეწყო 99 გრძივი მეტრი ქვის გაბიონი 4 რიგად.
პროექტი განხორციელდა ადგილობრივი ბიუჯეტით, რომლის ღირებულებაც 50150 ლარია

Visited 476 times, 1 visit(s) today