მარნეულში კონკურს-ფესტივალი ,,სხვა საქართველო სად არის” გაიმართა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მარნეულის მუნიციპალიტეტში კონკურს-ფესტივალი “სხვა საქართველო სად არის” გრანდიოზული გალა კონცერტით დასრულდა. ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ კონკურსში გამარჯვებული პატარა შემოქმედები გრანპრითა და სპეციალური სიგელებით პირადად დააჯილდოვა.
“მინდა მადლობა გადავუხადო ღონისძიების ორგანიზატორებს და ქართული კულტურის გამოჩენილ მოღვაწეებს, რომლებმაც არ დაიშურეს ძალისხმევა და ახალგაზრდა შემსრულებლებისთვის მასტერკლასები ჩაატარეს. აღმოაჩინეს ბევრი უნიჭიერესი ახალგაზრდა და მათ საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. მინდა აღვნიშნო რომ ქვემო ქართლის გუბერნია იქნება რეგიონში ყველა იმ კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიების მხარდამჭერი, რომელიც მოზარდებსა და ახალგაზრდებში შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენა-განვითარებას შეუწყობს ხელს”-აღნიშნა გრიგოლ ნემსაძემ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ გუბერნატორის მოადგილე ზაურ დარგალი, მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, კულტურის სფეროს გამოჩენილი წარმომადგენლები და მიწვეული სტუმრები. პროექტი, კავშირი „დემოსის“, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო ცენტრის ინიციატივითა და ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით უკვე ორი წელია იმართება.

Visited 232 times, 1 visit(s) today