მარნეულში სტიქიით დაზარალებულებს თუნუქის სახურავები გადაეცათ.

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მარნეულის მუნიციპალიტეტში, სტიქიის შედეგად დაზარალებულებისთვის, თუნუქის სახურავების გადაცემის პროცესი დაიწყო. წითელსოფელში, სამუშაოების მიმდინარეობას, პირადად გაეცნენ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, ზვიად ჭუნაშვილი, მარნეულის მერი, ზაურ დარგალი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
შესაბამისი მასალა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ, 400-მდე ოჯახს, ეტაპობრივად გადაეცემა, რისთვისაც ცენტრალური ბიუჯეტიდან 660 000 ლარია გამოყოფილი. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე კვირის წინ, ძლიერმა სეტყვამ, მუნიციპალიტეტის 5 სოფელი დააზარალა. სამხარეო ადმინისტრაციის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა, სოფლებში, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მყისიერად განახორციელეს.

Visited 121 times, 1 visit(s) today