მარტვილის მუნიციპალიტეტში ბავშვთა ტურნირის ფინალური შეხვედრა გაიმართა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სერგიეთში, მარტვილის “დინამოსა“ და თბილისის “დინამოს“ შორის ბავშვთა ტურნირის ფინალური შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას სამეგრელო ზემო-სვანეთის მხარის გუბერნატორის აპარატის ხელმძღვანელი ლაშა გვასალია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
პირველი ადგილი თბილისის “დინამომ“, ხოლო მეორე და მესამე ადგილები მარტვილის “დინამომ“ და ზუგდიდის “ბაიამ“ გადაინაწილეს. გამარჯვებულ გუნდებს თასები და სიგელები გადაეცათ.
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე გრიგალავამ თბილისის “დინამოს” მწვრთნელს, რომან ფიფიას მადლობა პროექტის მხარდაჭერისათვის გადაუხადა.

Visited 129 times, 1 visit(s) today