მარტვილის მუნიციპალიტეტში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მარტვილის მუნიციპალიტეტში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო. პროექტის ფარგლებში მოეწყობა მონოლითური რკინა-ბეტონის წერტილოვანი საძირკველი, იატაკი, კიბე; შიდა კანალიზაცია; შიდა ცივი და ცხელი წყალგაყვანილობის სისტემა; გათბობა; ელექტროობა; დამონტაჟდება შენობის გაგრილება-კონდინცირების სისტემა და შენობის ვიდეო მონიტორინგის სისტემა. მიმდინარე სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ალექსანდრე გრიგალავამ დაათვალიერა.
პროექტის ღირებულება 126 899 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს „ნიუ ბილდ გრუპი“ ასრულებს. ამ ეტაპზე დასაქმებულია – 10 ადამიანი.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის სამშენებლო სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.

Visited 327 times, 1 visit(s) today