მარტვილის მუნიციპალიტეტში აგრარული ბაზარი გაიხსნა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მარტვილის მუნიციპალიტეტში აგრარული ბაზარი გაიხსნა. აგრარული ბაზარი მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ, მერის პირველ მოადგილესთან ალექსანდრე ხურცილავასთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ლევან სურმავასთან ერთად გახსნა. აგრო-ბაზრის მოწყობისთვის 118 459 ლარი გამოიყო. პროექტი ადგილობრივი მუნიციპალიტეტის და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დაფინანსებით განხორციელდა. პროექტის ფარგლებში აშენდა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სავაჭრო პავილიონი. სადაც დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა. დღეიდან მათ საშუალება აქვთ კომფორტულ და კეთილმოწყობილ გარემოში განახორციელონ თავიანთი საქმიანობა.

Visited 20 times, 1 visit(s) today