მარტვილის მუნიციპალიტეტში უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვება აქტიურად მიმდინარეობს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მარტვილის მუნიციპალიტეტში უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვება აქტიურად მიმდინარეობს.
ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვების პროცესს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია, საკრებულოს თავმჯდომარესთან ლევან სურმავასთან და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან კობა დარჯანიასთან ერთად გაეცნო.
ჰუმანიტარულ აქციაში მერიასთან და საჯარო მოხელეებთან ერთად ჩართულია ადგილობრივი მოსახლეობა და ბიზნესსექტორი. გარდა ამისა უკრაინელი ხალხის დასახმარებლად მერიის სარეზერვო ფონდიდან თანხა გამოიყოფა. აქციაში ჩართვის მსურველებმა ინფორმაციისთვის უნდა დარეკონ: მარტვილის მერია – 591007870. პუნქტი გახსნილია შემდეგ მისამართზე: მარტვილი – კულტურის სახლი – მის: თავისუფლების ქ.N7.
ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია საქართველოს მთავრობის დახმარებით უზრუნველყოფს.

Visited 55 times, 1 visit(s) today