მარტვილის მუნიციპალიტეტში სანიაღვრე არხის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

მარტვილის მუნიციპალიტეტში სანიაღვრე არხის სარეაბლილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 21 099 ლარს შეადგენს, სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ი.მ ირაკლი გელენიძე ასრულებს. ამ ეტაპზე დასაქმებულია – 5 ადგილობრივი. სანიაღვრე არხის სარეაბლილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.

Visited 182 times, 1 visit(s) today