სოფელ ბეგლიართან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა

17/08/2017

მარნეულის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით, სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება მიმდინარებს.
ამ ეტაპისთვის დასრულდა წერეთლის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ბეგლიართან მისასვლელი გზის რეაბილიტაცის მეორე ეტაპი.
ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში მოასფალტდა 758 მეტრის სიგრძის გზა.
პროექტი განხორციელდა რეგიონებში განსახორციელებლი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, რომლის საერთო ღირებულება 153 189 ლარია.
გზის სარეაბილიტაციოდ, რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილია 85 773 ლარი, ადგილობრივი ბიუჯეტიდან კი 73 066 ლარი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0