მარუხის ქუჩაზე ბორდიურების მოწყობა მიმდინარეობს. უკვე გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, მომდევნო ეტაპზე კი, დაგეგმილია ასფალტის საფარის დაგება. მარუხის ქუჩის კეთილმოწყობა მარტში დაიწყო და ოქტომბერში დასრულდება.
გარდა ამისა, ხელშეკრულებით გათვალისწინებულია მარუხის I და II ჩიხის, ლომონოსოვისა და ქედის ქუჩის, ასევე ქობულეთის ქუჩისა და ჩიხის კეთილმოწყობა. სამუშაოებს შპს „დაგი“ ახორციელებს, რისთვისაც ქალაქის ბიუჯეტიდან 2 293 225 ლარი გამოიყო. აღნიშნული ქუჩების კეთილმოწყობა 2018 წლის 1 მაისამდე დასრულდება.
მარუხის ქუჩაზე ბორდიურების მოწყობა მიმდინარეობს
11/09/2017