მატერიალურად გაჭირვებულ ოჯახს დახმარება აღმოუჩინეს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი მოადგილესთან, მალხაზ მერაბიშვილთან და წითელი ჯვრის ექიმ თერაპევტთან ერთად სოფელ საბათლოს ეწვია და მოსიანების მატერიალურად გაჭირვებული ოჯახი მოინახულა. ნიკოლოზ ჯანიშვილმა მოსიანებს საკვები პროდუქტები მიუტანა. ოჯახის ასაკოვან წარმომადგენელს, ანა მიქელაშვილს კი პირველადი სამედიცინო შემოწმება ადგილზე ჩაუტარდა.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ოჯახის წევრებს არსებული პრობლემების მოგვარებაში დახმარებას დაჰპირდა. მოსიანებმა მერს თანადგომისათვის მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აქამდეც არაერთხელ დადგომიან გვერდში .

Visited 291 times, 1 visit(s) today