საქართველოს მთავრობის #1454 განკარგულების თანახმად(12 ივლისი), მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ წიფაში, სოფლის ცენტრალურ გზას, (დაახლოებით 2000 მეტრამდე), კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
პროექტის ღირებულა საერთო ჯამში 235 069 ლარია, მათ შორის, ფონდიდან გამოყოფილი თანხა 223 000 ლარი, ხოლო ადგილობრივი დაფინანსება 12 069 ლარი.
შეგახსენებთ, რომ მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან, წელს ასევე, ფინანსდება სოფელ გოლათუბნის 1,5 კმ. გზის მონაკვეთი, რისთვისაც 170 274 ლარი დაიხარჯება. გოლათუბანში ზემოთ ხსენებული გზის სიგრძეს ემატება 500 მეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია, რომელსაც რეგიონული განვითარების ფონდი აფინანსებს. 2017 წელს ჯამში, სოფელ გოლათუბანში ბეტონის საფარი 2 000 მეტრზე დაიგება.