მახინჯაურში საბავშვო ბაღის მშენებლობა აქტიურად გრძელდება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება. სოფელ მახინჯაურის საბავშვო ბაღში სამშენებლო სამუშაოებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნადიმ ვარშანიძე, მოადგილესთან ზვიად ხალვაშთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან თამაზ მურადიშვილთან ერთად გაეცნო. სამუშაოებს ტენდეში გამარჯვებული კომპანია „ნევ სტაილ ბილდინგი“ აწარმოებს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 363 300 ლარია გამოყოფილი. მახინჯაურის საბავშვო ბაღი 120 აღსაზრდელზეა გათვლილი.
ამჟამად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 11 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ფუნქციონირებს. მიმდინარე წელს კი 5 საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესი მიმდინარეობს.

Visited 235 times, 1 visit(s) today