საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გალაქტიონ ბუაძემ, მისმა მოადგილემ ჯუანშერ ბურჭულაძემ და ფონდის თანამშრომლებმა 200-ე საჯარო სკოლა-პანსიონის სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს. ტკბილეულისა და სათამაშოების გარდა, ფონდის თანამშრომლებმა ერთობლივი ძალისხმევით შეიძინეს ბავშვის განვითარებისთვის აუცილებელი ნივთები.
Visited 156 times, 1 visit(s) today