მდინარე ოღასყურამ ვერ შეძლო ამდენი ნალექის გატარება და ადიდდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

,,ყველა შესაბამისი სტრუქტურა მობილიზებულია, ყველაფერი კეთდება პრობლემების აღმოსაფხვრელად და მოსახლეობის დასახმარებლად. 12 საათში, ნალექის ის რაოდენობა მოვიდა , რაც დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში შეიძლება მოსულიყო. ეს არის ინფორმაცია, რომელიც გარემოს ეროვნული სააგენტოდან გვაქვს. მდინარე ოღასყურამ ვერ შეძლო ამდენი ნალექის გატარება და ადიდდა. ჩვენ ყველა გასასვლელი გავუხსენით მდინარეს, თუმცა მას ფიზიკურად არ ჰყოფნის დიამეტრი წყლის ასეთი რაოდენობის გასატარებლად. ეს არის სტიქია და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბოლო ათწლეულია ამხელა ნალექი არ ყოფილა ქალაქში. პირველ რიგში, სამაშველო სამსახურები მობილიზებულია საავადმყოფოებთან და სკოლებთან. მივლენ აუცილებლად ყველა იმ ოჯახში, რომელიც დაიტბორა და დახმარებას საჭიროებს. ასევე, დაითვლება ზარალი, რაც ქალაქს სტიქიის შედეგად მიადგა.” შოთა მურღულია

Visited 130 times, 1 visit(s) today