მდინარე შოლას არხის აღდგენით სამუშაოები მიმდინარეობს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქალაქ ხაშურში, მდინარე შოლას არხის აღდგენით სამუშაოებს ატარებს. ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან იწმინდება ღია და დახურული კოლექტორების 1800 მეტრი სიგრძის მონაკვეთი, ასევე მოწესრიგდება მიმდებარე ტერიტორია და ინფრასტრუქტურა.
სამუშაოები, არხში წყლის შეუფერხებელ გადინებას უზრუნველყოფს, რაც უხვი ნალექის დროს ქალაქ ხაშურსა და ცენტრალურ მაგისტრალს დატბორვისგან დაიცავს.
შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი ოთარ შამუგია და შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი ხაშურში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნენ და მოსახლეობას შეხვდნენ.
გაწმენდით ღონისძებებს საქართველოს მელიორაცია საკუთრი ძალებით ახორციელებს.

Visited 138 times, 1 visit(s) today