მებაჟე ოფიცრებმა მედიკამეტების უკანონო შემოტანა აღკვეთეს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების უკანონო შემოტანა აღკვეთეს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა. 13 მაისს, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „ვალე“, მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე შეამოწმეს ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე ა.ზ.-ის კუთვნილი ბარგი და 33 აბი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი ACETAMINOPHEN CODEINE და 18 აბი ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი DIPENOXILATE MINOO აღმოაჩინეს. საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა შსს ადიგენის რაიონულ სამმართველოს.
ამავე საბაჟო გამშვებ პუნქტზე, 17 მაისს, შემოვიდა ავტომობილი, რომელსაც ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე რ.გ. მართავდა. ავტომობილის ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, მებაჟე ოფიცრებმა ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი CODAMOL აღმოაჩინეს. საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა შსს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ადიგენის რაიონის სამმართველოს.

Visited 156 times, 1 visit(s) today