მედიის თავისუფლება ჩვენი ხელისუფლების პირობებში დამყარდა

მედიის თავისუფლება და მედიაპლურალიზმი საქართველოში ჩვენი ხელისუფლების პირობებში დამყარდა და ეს ის მიღწევაა, რომელსაც ჩვენ განსაკუთრებით ვუფრთხილდებით, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ განუცხადა.

”ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მოვლენების ნებისმიერი სცენარით განვითარების პირობებში, საქართველოში უზრუნველყოფილი იყოს მედიის თავისუფლება და მედიაპლურალიზმი. თქვენ გახსოვთ, რა მდგომარეობა იყო ამ კუთხით 2012 წლამდე. სამივე ნაციონალური ტელეარხი მმართველი პარტიის მონოპოლიის ქვეშ იყო. დღეს გვაქვს რადიკალურად განსხვავებული სიტუაცია, რაც არის ჩვენი მიღწევა. მედიაპლურალიზმი საქართველოში არ არსებობდა და ის ჩვენი ხელისუფლების პირობებში დამყარდა. ეს არის ის მიღწევა, რომელსაც ჩვენ განსაკუთრებით ვუფრთხილდებით”, – განაცხადა კობახიძემ.

Visited 120 times, 1 visit(s) today