მევენახეობა-მეღვინეობის დარგის რეგულირებისთვის აუცილებელი ვენახების კადასტრის პროგრამის განხორციელება დაიწყო

მევენახეობა-მეღვინეობის დარგის რეგულირებისთვის აუცილებელი ვენახების კადასტრის პროგრამის განხორციელება დაიწყო.
კადასტრის სისტემა ეფექტურად მუშაობს ევროკავშირის ყველა იმ ქვეყანაში, სადაც მევენახეობა-მეღვინეობაა განვითარებული.
პროგრამის მოსალოდნელი შედეგები:
· გამარტივებული რთველი;
· ღვინის ხარისხის ამაღლება;
· მევენახეთა რეგისტრაცია;
· მოსავლის პროგნოზირება;
· დაზუსტებული ფართობი;
· ერთიანი საინფორმაციო ბაზა;
· ვენახის რუკების მომზადება და სხვა
საქართველოში ანალოგიური სისტემა აქამდე არ არსებობდა.
ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ვენახების კადასტრის პროგრამა 2014 წელს რაჭა-ლეჩხუმის რეგიონიდან დაიწყო. 2015-16 წლებში პროგრამა თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში განხორციელდა.
ხორციელდება უპილოტო საფრენი აპარატის მეშვეობით ვენახების ორთოფოტოების გადაღება, რის საფუძველზეც შემდგომში მომზადდება საკადასტრო რუკები, ალფანუმერული ინფორმაცია მევენახეებისა და ვენახების შესახებ, ჯიშებისა და სხვა მახასიათებლების ჩათვლით.

Visited 143 times, 1 visit(s) today