მელაურის თემში , პირველ მიწაბოგირაზე მიმდებარე სოფლების დამაკავშირებელი გზა დაიგო

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მუნიციპალიტეტის გამგებელი ვალერი ფოცხვერია, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომაგდენლებთან ერთად მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამუშაოების აქტიურ მონიტორინგს განაგრძობს. ამჯერად გამგებელი, მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს ზურა გოგიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გზის დაგების სამუშაოებს დაესწრო.
ქუთაისი–ხონი–სამტრედიის ავტომაგისტრალიდან, ეგრეთ წოდებულ ყოფილ „მოსკვიჩების“ მაღაზიიდან, მელაურის თემში, პირველ მიწაბოგირაზე არსებულ სტადიონამდე ასფალტო –ბეტონის გზა დაიგო. 1550 გრძივი მეტრის გზა მოიცავს, როგორც მელაურის ასევე ნაბაკევის ადმინისტრაციული ერთეულების ტერიტორიებს. აღნიშნული გზა, ასევე გადის ეწერი ჯიხაიშშის დამაკავშირებელ გზასთან. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ ინდიკო“ ასრულებს.

Visited 199 times, 1 visit(s) today