დედაქალაქის მასშტაბით საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი გრძელდება. აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, ამაღამ მელიქიშვილის გამზირი ორი ღამის განმავლობაში გადაიკეტება. სამუშაოები 18 და 19 დეკემბერს 00:00 საათიდან 07:00 საათამდე განხორციელდება. სამუშაოებს “თბილსერვის ჯგუფი” ახორციელებს. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.
Visited 91 times, 1 visit(s) today