მერაბ ჭანუყვაძის ხელმძღვანელობით სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გურიის გუბერნატორის მერაბ ჭანუყვაძის ხელმძღვანელობით დღეს სახელმწიფო რწმუნებულთან – გუბერნატორთან არსებული სათათბირო ორგანოს – სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.
დღევანდელ სხდომაზე, რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები და დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხები განიხილეს. იმსჯელეს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებზე და პრობლემების გადაჭრის სამოქმედო გეგმა დასახეს.
საკონსულტაციო საბჭოს სხდომას გუბერნატორის მოადგილე, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები დაესწრნენ.

Visited 143 times, 1 visit(s) today