მერძევეობის განვითარების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, იური ნოზაძე საქართველოში მერძევეობის განვითარების პროგრამის შემუშავების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე მერძევეობის დარგში არსებული იდენტიფიცირებული პრობლემები და რძისა და რძის ნაწარმის შესახებ საკანონმდებლო მოთხოვნების საკითხები განიხილეს. სამუშაო ჯგუფის წევრების გადაწყვეტილებით, დაიგეგმა დარგში არსებული სიტუაციური ანალიზისა და სხვადასხვა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ აღნიშნული მიმართულებით ქვეყანაში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მოპოვების სამუშაოების ჩატარება. შეხვედრას სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობისა და სურსათის დეპარტამენტის, სურსათის ეროვნული სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Visited 104 times, 1 visit(s) today