მესტიაში დევნილთა საარსებო წყაროების ფორუმი გაიმართა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი მესტიაში გამართულ დევნილთა საარსებო წყაროების ფორუმს დაესწრო.
ფორუმის მონაწილე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დევნილებს საარსებო წყაროების მიმართულებით არსებული პროგრამები გააცნეს. დევნილებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ერთ სივრცეში მიეღოთ საჭირო ინფორმაცია და ქვეყანაში მოქმედ საარსებო წყაროების პროგრამებში ჩართულიყვნენ.
დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს პროგრამებში მონაწილეობის მსურველი დევნილების განაცხადები, იუსტიციის სახლის წარმომადგენელმა ადგილზე ჩაიბარა. სააგენტო დევნილებს მცირე მეწარმეობის დასაწყებად, სოციალური პროექტების განსახორციელებლად და დასაქმებისთვის საჭირო ხელსაწყოების შესასყიდად გრანტებს გადასცემს.
მესტიაში გამართულ შეხვედრას დევნილთათვის საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სტრატეგიის, 2016-2017 წლების, სამოქმედო გეგმის განხორციელებაში ჩართული სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ფორუმში ასევე მონაწილეობდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში საარსებო წყაროების მიმართულებით მომუშავე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები.

Visited 154 times, 1 visit(s) today