მესტიაში ნარჩენების გადამტვირთი სადგურის მოწყობის სამუშაოები დასრულებულია

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ მესტიაში მოაწყო ნარჩენების გადამტვირთი თანამედროვე სადგური, რომელიც გულისხმობს მუნიციპალიტეტების მიერ შეგროვებული საყოფაცხოვრებო ნარჩენების დიდ კონტეინერში ჩატვირთვას და სპეციალური გადამტვირთი მანქანებით მათ რეგულარულ ტრანსპორტირებას ზუგდიდის კეთილმოწყობილ მუნიციპალურ ნაგავსაყრელზე.
აღნიშნული სამუშაოები ხელს შეუწყობს ეკოლოგიური და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.
ნარჩენების გადამტვირთი სადგურის მოწყობის დასრულებული სამუშაოები საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელთან, კაპიტონ ჟორჟოლიანთან და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
მესტიის ნარჩენების გადამტვირთი სადგურის მოწყობის პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და 314 700 ლარი შეადგინა.

Visited 128 times, 1 visit(s) today