მესტიის გზაზე რეაბილიტირებული გვირაბი გაიხსნა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილემ დავით კოდუამ, დეპარტამენტის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზის 59-ე კმ-ზე რებილიტირებული გვირაბი გახსნეს.
დღეიდან, მესტიის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტის გადაადგილება განახლებული გვირაბის გავლით განხორციელდება. გვირაბის სიგრძე 537 მეტრი, ხოლო დიამეტრი 18,5 მეტრია.
არსებული გვირაბი დაზიანებული იყო და ვერ აკმაყოფილებდა სატრანსპორტო მოთხოვნებს. გვირაბში შეუფერხებლად და კომფორტულად გადააგილებისთვის, პროექტის შესაბამისად, განხორციელდა გვირაბის სრული რეაბილიტაცია. კერძოდ, გვირაბის მუდმივი სამაგრის მოწყობა და დაზიანებული ადგილების აღდგენა; სადრენაჟე სისტემებისა და ჰიდროიზოლაციის მოწყობა. ასევე, განხორციელდა გვირაბის პორტალების, გვირაბის სავალი ნაწილის, ტროტუარების რეაბილიტაცია და გვირაბის მოსაპირკეთებელი სამუშაოები.
გვირაბის რეაბილიტაციის პროექტი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 6 370 000 ლარი შეადგინა. სამუშაოები 2017 წლის მარტში დაიწყო და მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდა. სამუშაოებზე 150 ადამიანი იყო დასაქმებული.

Visited 321 times, 1 visit(s) today