მესტიის მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმის გამო ოთხი სოფელი გარესამყაროს მოწყვეტილია

მესტიის მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმის გამო გარესამყაროს მოწყვეტილია ოთხი სოფელი-ადიში, ჭოლაში, გაღმა ხაიში და ზედა ვედი. ადიდებულმა მდინარემ სოფლებამდე მისასვლელი გზა და ხიდები წაიღო.
მულახის ტერიტორიულ ერთეულში, სოფელ ჭოლაშში გადასასვლელ ხიდს ადიდებულმა მდინარემ სამაგრები და ნაპირდამცავი გაბიონი გამოაცალა, რის შედეგადაც აღნიშნული სოფლისკენ გადაადგილება შეუძლებელია. იფარის ტერიტორილ ერთეულში, სოფელ ადიშისკენ მიმავალი საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთი მდინარემ სრულიად გაანადგურა, არსებობს ხიდის სამაგრების განადგურების საფრთხეც. ხაიშის ტერიტორიულ ერთეულშ ადიდებულმა მდინარემ გარე სამყაროს მოწყვიტა სოფელ გაღმა ხაიშის და სოფელ ზედა ვედის მოსახლეობა.
სტიქიის ადგილებზე იმყოფებოდა მესტიის რაიონის გამგებელი კაპიტონ ჟორჟოლიანი. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები

Visited 244 times, 1 visit(s) today