მეტროსადგური „გურამიშვილი“ მგზავრებს 20 იანვრიდან 15 მარტამდე ვერ მოემსახურება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მეტროსადგური „გურამიშვილი“ მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო, მგზავრებს 20 იანვრიდან 15 მარტამდე ვერ მოემსახურება.
მეტროსადგურ „გურამიშვილის“ რეაბილიტაცია 2017 წლის სექტემბრის ბოლოს დაიწყო და ამ დრომდე სამუშაოები ღამის საათებში მიმდინარეობდა. 20 იანვრიდან კი, იწყება ისეთი მასშტაბური სამუშაოები, როგორიცაა სადგურის ვესტიბიულების თაღების ჩამოხსნა და ჩაწნეხვა, დახრილი გვირაბის გაწმენდა, გალესვა, სამღებრო სამუშაოების წარმოება და ა.შ.
ამ პერიოდის განმავლობაში დანარჩენი მეტროსადგურები ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ მუშაობას, „გურამიშვილის“ სადგურს კი მატარებლები შეუჩერებლად გაივლიან.
2018 წელს დამატებით ათი მეტროსადგურის რეაბილიტაცია იგეგმება. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის.

Visited 217 times, 1 visit(s) today