მეცნიერება რეფორმის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით სამეცნიერო ფორუმი – „მეცნიერების განვითარების პერსპექტივები საქართველოში“ გაიმართა.

„მეცნიერება რეფორმის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, რადგან მისი განვითარების გარეშე განათლება არ არსებობს. ჩვენი მიზანია მეცნიერების მიმართულებით გვქონდეს განვითარებაზე ორიენტირებული გრძელვადიანი სტრატეგია. ყველაზე მთავარი არის ის რომ ეს სტრატეგია იყოს განხორციელებადი და ნაბიჯები გადაიდგას რაც შეიძლება სწრაფად,” – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

ფორუმზე განიხილეს მეცნიერების სფეროში არსებული მდგომარეობა, განათლების რეფორმის გამოწვევები, მეცნიერების განვითარების პერსპექტივები და მისი როლი რეფორმის ახალი სისტემის შექმნაში. ფორუმში მონაწილეობა უნივერსიტეტების, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლებმა და დარგის სპეციალისტებმა მიიღეს.

Visited 91 times, 1 visit(s) today