მეც ვურჩევდი დედაქალაქის მერს, მივიდეს საკრებულოში

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გიორგი ვოლსკი თბილისის მერს, დავით ნარმანიას ურჩევს, საკრებულოში მივიდეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ვოლსკი პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

“მკაცრი განცხადება იყო. მეც ვურჩევდი დედაქალაქის მერს, მივიდეს საკრებულოში და მიაწოდოს ინფორმაცია, მით უმეტეს, რომ დასამალი არაფერია”, – აღნიშნა ვოლსკიმ.

მისი თქმით, ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე ძალიან კარგი პროექტის განხორციელება იგეგმება და ამ საკითხზე არამარტო ნარმანიამ, არამედ პრესსამსახურებმაც ხმამაღალი განცხადებები უნდა გააკეთონ. გიორგი ვოლსკიმ თბილისის მერს უსურვა, ინტენსიური ურთიერთობა ჰქონდეს დედაქალაქის საკრებულოსთან.

Visited 125 times, 1 visit(s) today