მეწყერმა სოფლების: ფოლადაურისა და სამწევრისის სარწყავი არხის სათავე ნაგებობა მიწით დაფარა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

უხვი ნალექის შედეგად, მდინარე ფოლადაურის ხეობაში მეწყერი ჩამოწვა. სტიქიამ სოფლების: ფოლადაურისა და სამწევრისის სარწყავი არხის სათავე ნაგებობა და სარწყავი მილის გარკვეული მონაკვეთი მიწით მთლიანად დაფარა. სიტუაციას ადგილზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან კონსტანტინე კორძაძესთან და მუნიციპალური შესყიდვების განყოფილების უფროს გიორგი მათეშვილთან ერთად გაეცნო. უახლოეს პერიოდში ხეობაში სარწყავი არხის ახალი სათავე ნაგებობა აიგება და სარწყავი მილი 200 გრძივი მეტრით გაიზრდება. ასევე მეწყერსაშიშ მონაკვეთზე, მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, დამცავი ჯებირებისა და გამაფრთხილებელი ნიშნების განთავსებაც იგეგმება.

Visited 94 times, 1 visit(s) today