12 აგვისტოს ამბროლაურის რაიონში, ლუხუნის ხეობაში მეწყრის შედეგად დაზიანებულ გზაზე დაწესებული შეზღუდვა მოხსნილია.
საავტომობილო გზის წესი-ურავის მონაკვეთზე დაწესებულია 24-საათიანი მონიტორინგი, ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა, რომელიც ჩამონაშალ მასალას საჭიროების შემთხვევაში მუდმივად წმენდს.
გზის დაზიანებულ მონაკვეთზე, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებიან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსიპ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები. მიმდინარეობს ჩამოშლილი მთიანი მასის გამაგრებითი სამუშაოები.
ასევე, ამ ეტაპზე ხორციელდება გეოლოგიური კვლევები.
მომზადებული დასკვნის საფუძველზე დაიწყება საავტომობილო გზის საპროექტო სამუშაოები.
სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს კრიზისების მართვის ეროვნული ცენტრი 24 საათიან რეჟიმში იღებს ინფორმაციას ქვეყნის მასშტაბით მომხდარი ბუნებრივი და ტექნოგენური ინციდენტების შესახებ; ხდება მათი შეფასება და მასშტაბის გათვალისწინებით საჭიროების შემთხვევაში ინციდენტის ლიკვიდაციის პროცესში საბჭოს აპარატის ჩართვა.