მე ამ თამბაქოს კონტროლის ალიანსის ჩუმი წევრი ვარ

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დიმიტრი ქუმსიშვილმა კომენტარი თამბაქოს კონტროლის საკითხთან დაკავშირებით გააკეთა სადაც განაცხადა,რომ თამბაქოს კონტროლის ალიანსის ჩუმი წევრია.

„ნახევრად ხუმრობით ან ნახევრად სიმართლით ვიტყვი, რომ დიდი ალბათობით, მე ამ თამბაქოს კონტროლის ალიანსის ჩუმი წევრი ვარ, იმდენად მიუღებელია ჩემთვის სიგარეტი. მიამჩნია, რომ ჰიპოთეზა იმაზე, თითქოს საქართველოში შემცირდება ტურისტების რაოდენობა, თუ ჩვენ საჯარო და საზოგადოებრივ ადგილებში ავკრძალავთ თამბაქოს მოწევას, არ შეესაბამება სიმართლეს. ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ. მე პირადად არ ვარ მწეველი და სხვებსაც მოვუწოდებ, მოწევას თავი დაანებონ. რაც შეეხება ზოგადად წარმოებას, მე ყველანაირ წარმოებას ვუჭერ მხარს. სამწუხაროდ, ყველა ვერ დაანებებს მოწევას თავს და ჯობს, წარმოება საქართველოში იყოს, ვიდრე სხვაგან“.

Visited 84 times, 1 visit(s) today