მე არ ვარ ლელა კაკულია და ვერ ვიმკითხავებ

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ჯერჯერობით, დღეის მდგომარეობით იმაზე საუბარი, რომ ვიღაც კოალიციიდან გადის, ზედმეტი და ნაადრევია, – განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ. როგორც მან განმარტა, მას მხოლოდ იმის დადასტურება შეუძლია, რომ კონსულტაციები საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის ფორმატზე დაწყებულია.

“რესპუბლიკელების” კოალიციიდან გასვლაზე საუბარი ნაადრევია. ჩვენ საუბარი დავიწყეთ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის ფორმატზე. ზოგს მიაჩნია, რომ მოვლენები ასე განვითარდება, ზოგს მიაჩნია, რომ – ისე. მე ვერაფერზე ვივარაუდებ – არ ვარ ლელა კაკულია და ამ თემებზე ვერ ვიმკითხავებ. ჩვენ გვჭირდება ჩვენი ყველა მეგობრის, კოალიციური პარტნიორების პოზიციის გაცნობა და ჩვენს საკუთარ პოზიციებში ჩამოყალიბება”, – განაცხადა კვაჭანტირაძემ.

Visited 176 times, 1 visit(s) today