მე არ მიმიღია კონსულტაციაში მონაწილეობა, სადაც საარჩევნო სიების საკითხი განიხილებოდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, ”ქართული ოცნების” საარჩევნო სიაში მისი მოხვედრის შესახებ რაიმე კონსულტაციებში მონაწილეობა არ მიუღია. ამის შესახებ დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს შესაბამის კითხვაზე პასუხისას განუცხადა.

”მოცემულ ეტაპზე მე არ მიმიღია რაიმე კონსულტაციაში მონაწილეობა, სადაც ეს საკითხი განიხილებოდა. მე ვერაფერს ვერ გამოვრიცხავ და ვერაფერს ვერ დავადასტურებ, შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ამ ეტაპზე ასეთ კონსულტაციაში მონაწილეობა არ მიმიღია ”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
რაც შეეხება იმას, მოსალოდნელია თუ არა მთავრობაში საკადრო ცვლილებები, სერგეენკოს განცხადებით, როგორ ადრე, ახლაც დარწმუნებულია, რომ მინისტრის ვინაობა არის ნაკლებად მნიშვნელოვანი და მნიშვნელოვანია რამდენად ეფექტურად ვითარდება დარგი.

სერგეენკომ აღნიშნა, მას არ აქვს ინფორმაცია მინისტრების უახლოეს პერიოდში ცვლილებების შესახებ.

”ამ სამნახევარი წლის განმავლობაში რამდენიმე ცვლილება განხორციელდა მინისტრების და არც ერთ მათგანს მთავრობის მუშაობის კოლაფსი არ გამოუწვევია. მე ვფიქრობ, რომ თუ განხორციელდება ცვლილებები, ეს იქნება მხოლოდ მთავრობის ეფექტური მუშაობისკენ მიმართული”, – განაცხადა მინისტრმა.

Visited 131 times, 1 visit(s) today