“მე გავდივარ… გავდივარ ამასოფლიდან” – ბესიკ დუღაშვილს ეძებენ

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ოჯახის წევრები, მეგობრები, ნათესავები ეძებენ მხატვარ-კარიკატურისტ ბესიკ დუღაშვილს, რომელმაც გუშინ დილით “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზეგამოსამშვიდობებელი სტატუსი დაწერა და მას შემდეგ აღარავის უნახავს:
“როცა დაბადებიდან გესმის, რომ ხარ ნიჭიერი, როცა ცხოვრობ პრინციპით „ადამიანებო! გიყვარდეთ ერთმანეთი!“, როცა ცხოვრების დევიზად გაქვს მარკ ტვენის სიტყვები:-„იცხოვრე ისე, რომ მესაფლავემაც დაიტიროს შენი სიკვდილი“… როცა აშენებ საკუთარ ბედნიერებას და ეს ბედნიერება თავისი ფუნდამენტიანად არათუ უბრალოდ გენგრევა, არამედ ქვეშ გიყოლიებს, გსრესს…
არა ბედნიერება, არა ოჯახი, არა წარმატებული კარიერა, არა… არა… არა…
და დგები დილემის წინაშე, რომ არჩევანი აღარ გაქვს…
მე გავდივარ… გავდივარ ამასოფლიდან დამარცხებული ცხოვრებასთან ჭიდილში!
გავდივარ იქ, საიდანაც არ ბრუნდებიან…((
სუსტი და უმწეო აღმოვჩნდი ამდენ ბრძოლაში…
მე კი უბრალოდ სიცოცხლე მინდოდა, ტკბილი ოჯახი, მოსიყვარულე, გამგები და გამტანი მეუღლე, საყვარელი საქმის კეთება… შვილების აწმყოთი და მომავლით ტკბობა… მშვიდი სიბერე…
დე მე ვიყო ბოლო…
შემინდეთ… და მომიხსენიეთ ლოცვებში
წავედი! თქვენი ბესიკ (ტატო) დუღაშვილი”

Visited 202 times, 1 visit(s) today