მე ვთვლი, რომ რთველი წარმატებულად მიდის

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ყურძენი 1 ლარზე მეტი უნდა ღირდეს, მაგრამ არ შეიძლება ხელისულებას მოვთხოვოთ მუდმივად, რატომ არ ღირს მეტი, – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა კახეთში, მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა. ივანიშვილმა შეადარა წინა ხელისუფლების 9-წლიანი მმართველობის პერიოდში რა ხდებოდა რთველთან მიმართებაში და ახალმა მთავრობამ 4 წლის განმავლობაში რა გააკეთა. როგორც ივანიშვილმა განაცხადა, მიხეილ სააკაშვილს კახეთის რთველის სუბისიდირებისთვის საჭირო თანხას გარკვეულ წლებში თავად აძლევდა.

”2005-2006 წლებში, კახეთში რთველის სუბსიდირების თანხას მე ვაძლევდი სააკაშვილს. მესამე წელიწადს უარი მითხრეს – შენ ეკონომიკა არ იცი, ბენდუქიძეა მაგარიო; კახურ ღვინოს და ყურძენს ფასი არ აქვს, მაგას ევროპაში ვერ გაიტან და მხოლოდ საკონიაკე სპირტი უნდა დამზადდესო. მე დაჟინებით ვითხოვდი, ჩემს ფულს გაძლევთ-თქო, თან სახელს არ ამბობდნენ ჩემსას და მეც ამაზე თანახმა ვიყავი”, – განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, ბოლო 4 წლის განმავლობაში ხელისუფლებამ რთველს დიდი ყურადღება დაუთმო.

”ნახეთ რამხელა ნახტომია. მეოთხე რთველი მიდის, რაც მოვიდა ახალი ხელისუფლება და ოთხივე დაბალანსებულად ჩატარდა. დღესაც მე ვთვლი, რომ რთველი წარმატებულად მიდის. 1 ლარი არ არის კარგი ფასი, მაგრამ გაფართოვდება ბაზრები და გარწმუნებთ, გავყიდით ღირსეულ ფასად. შესაბამისად, სახელმწიფოს აღარ დასჭირდება სუბსიდირება. წელსაც საუბედუროდ, სახელმწიფოს სუბსიდირება სჭირდება, იმიტომ, რომ კიდევ მეტი ბაზარი გვჭირდება”, – განაცხადა ივანიშვილმა.

Visited 205 times, 1 visit(s) today