მე-17 საერთაშორისო ლექსიკოგრაფიული კონგრესი გაიხსნა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროპის ლექსიკოგრაფთა ასოციაციის მე-17 საერთაშორისო ლექსიკოგრაფიული კონგრესი გაიხსნა, რომელშიც მსოფლიოს 40 ქვეყანიდან 150 დელეგატი მონაწილეობს.
თბილისის კონგრესის დევიზია „ლექსიკოგრაფია და ლინგვისტური მრავალფეროვნება,“ რაც მიუთითებს კონგრესის ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს, კერძოდ ლექსიკოგრაფიის მნიშვნელობის წარმოჩენას ლინგვისტური მრავალფეროვნების შესანარჩუნებლად. კონგრესის დევიზს კარგად ესადაგება ოქსფორდის უნივერსიტეტის ახალი პროექტი – ოქსფორდის მსოფლიო ენები, რომლის პრეზენტაცია სწორედ კონგრესის გახსნის დღეს გაიმართება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

Visited 155 times, 1 visit(s) today