მე-8 მოწვევის პარლამენტის ბოლო პლენარული სხდომა ვერ გაიმართა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მე-8 მოწვევის პარლამენტის ბოლო პლენარული სხდომა ვერ გაიმართა. საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომის გახსნისთვის, რომელიც მოქმედი პარლამენტისათვის ბოლოა, კვორუმი არ შედგა. რეგისტრაცია სულ 30-მა დეპუტატმა გაიარა. მათ შორის იყვნენ ფრაქციების: ”რესპუბლიკელების”, ”ქართული ოცნების”, ”კონსერვატორების” წარმომადგენლები.
რეგლამენტის თანახმად, პარლამენტი არჩევნებამდე ერთი თვით ადრე მუშაობას წყვეტს, თუმცა დღეისთვის, რეგლამენტისთვე გათვალისწინებით, პლენარული სხდომა დანიშნული იყო.
მოქმედი პარლამენტის დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო მიმდინარე კანონპროექტების განხილვა, რომელზე გადაწყვეტილება საგაზაფხულო სესიის განმავლობაში ვერ მიიღეს, მათ შორის არის ”საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებები.
პლენარული სხდომის გამართვის შემთხვევაში, პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატებისათვის უნდა ეყარა კენჭი.

Visited 113 times, 1 visit(s) today