მთავრობაში არც ერთი ძველი ბიჭი არ მინახავს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მთავრობაში არც ერთი ძველი ბიჭი არ მინახავს, – ასე გამოეხმაურა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებას. როგორც მან აღნიშნა, ის თითქმის 4 წელია მთავრობაში იმყოფება და არც ერთი ძველი ბიჭი არ უნახავს.

„სამი წელი და 8 თვეა მთავრობაში ვარ და სიტყვას გაძლევთ, რომ არც ერთი ძველი ბიჭი მთავრობაში არ მინახავს“, – განაცხადა სერგეენკომ.

რაც შეეხება კორცხალის ინციდენტს და მიმდინარე გამოძიებას, როგორც სერგეენკომ აღნიშნა, მოდურ ტენდენციად იქცა, რომ ნებისმიერმა ადამიანმა, რომელიც არ არის ჩახედული სამართლებრივ პროცესებში, უნდა აკრიტიკოს გამოძიება და სასამართლო.

„ჩემი პირადი პოზიციაა, რომ მოდური ტენდენცია გახდა ნებისმიერმა ადამიანმა, რომელიც არ არის ჩახედული საგამოძიებო პროცესში, სასამართლო პროცესებში გამოხატონ კრიტიკა ამა თუ იმ მიმართულები. მე მგონი, გამოძიებას და სასამართლოს უნდა მივცეთ საშუალება დაკავდნენ თავისი საქმით და მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ ჩვენი შეხედულებები და კრიტიკა ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა სერგეენკომ.

Visited 167 times, 1 visit(s) today