მთავრობის ადმინისტრაციაში პრეზიდენტისა და პრემიერის შეხვედრა დასრულდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მთავრობის ადმინისტრაციაში პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის სამუშაო შეხვედრა დასრულდა. როგორც მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში შეხვედრის დაწყებამდე განაცხადეს, საუბრის თემა რეგიონში მიმდინარე პროცესებია.
შეხვედრას თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი ესწრებოდნენ.
20.00 საათზე კი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტის რეზიდენციაში პრესკონფერენციას გამართავს, რომლის თემა სავარაუდოდ სწორედ დღევანდელი შეხვედრის შედეგები იქნება.

Visited 114 times, 1 visit(s) today