მთავრობის ადმინისტრაციაში თურქეთის პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში თურქეთის პრემიერ-მინისტრ ბინალი ილდირიმის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. შესრულდა საქართველოსა და თურქეთის სახელმწიფო ჰიმნები. ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა ერთმანეთს მინისტრთა კაბინეტის წევრები წარუდგინეს.
თურქეთის პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი თბილისს ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს. თურქეთის მთავრობის მეთაურს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მასპინძლობს.
თურქეთის დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებიან: საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ; იუსტიციის მინისტრი ბექირ ბოზდაღი; ეკონომიკის მინისტრი ნიჰად ზეიბექჩი; თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ბერათ ალბაირაქი; სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მეცხოველეობის მინისტრი ფარუქ ჩელიქი; საბაჟო საკითხთა და ვაჭრობის მინისტრი ბიულენთ თუფენქჩი; ტრანსპორტის, საზღვაო საქმეთა და კომუნიკაციის მინისტრი აჰმეთ არსლანი.

Visited 133 times, 1 visit(s) today